„ქართული ოცნების“ აქტივისტ, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს - თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ მიიღო.

გოგუაძის განაჩენის მიხედვით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფებიან.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის პოზიციები, თუმცა, ვერ და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია აუცილებელ მოგერიებასთან დაკავშირებით.

გოგუაძის განმარტებით, სასამართლომ მათი პიროვნული მახასიათებლები, მათი პოზიციები გაითვალისწინა, ასევე ის, რომ დაკავებულები წარსულში ნასამართლევი არ არიან, თუმცა, ერთ-ერთი წარსულში ადმინისტრაციულ სახდელდადებულია.

გოგუაძის თქმით, როცა დაზარალებული დაკითხა, ის ბრალდებულების მიმართ ლოიალური იყო, თუმცა, დაზარალებულის პოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი სასჯელის ნაწილში.

მოსამართლის თქმით, მას ბრალდებულებმა დაუკარგეს ის მდგომარეობა, რომ მას როგორც მოსამართლეს შეძლებოდა არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნა, ან ლოიალური ყოფილიყო, თუმცა, მათ მაქსიმალური სასჯელი არ დაუნიშნა.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" აქტივისტს, ბექა გოცირიძეს. დაკავებულებს სწორედ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

ბექა გოცირიძე ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მან სასამართლოში ჩვენება გარდაცვალებამდე მისცა და განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. მან მოსამართლეს მიმართა, „თუკი ბრალდებულებს გირაოთი გაუშვებდა და ახალ წელს სახლში შეხვდებოდნენ, ძალიან გაუხარდებოდა და რომ თავადაც მოიქნია ხელი და თავადაც ჩხუბობდა“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს