4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა

4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა. კერძოდ, 4 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველები აქციას გამართავენ, ლოზუნგით: „არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა“.

იმავე დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლოზუნგით- „არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს“.

ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული, აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილას აღარ აბრუნებს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.

აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. სააგენტო უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე