ადვოკატი თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე - სასამართლოს განმარტება, რომ დაზარალებულის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, ჩემთვის ცოტა რთულად გასაგებია, მაგრამ გასაგები ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ

სასამართლოს განმარტება, რომ ის დაზარალებულის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, ჩემთვის ცოტა რთულად გასაგებია, მაგრამ გასაგები ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ,- ასე ეხმაურება

ადვოკატი ომარ ფურცელაძე თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას.

ადვოკატი გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„იმ პირობებში, როცა დაზარალებულს თვითონ ჰქონდა თავდასხმის ფაქტი დადასტურებული, სათუო და სადაო არ ყოფილა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა... გამამტყუნებელი განაჩენი ვერ იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დავეთანხმებით, ან შინაარსობრივად, ან მორალურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა წინაპირობებზე, რატომ განსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა, ან ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთა, მას არ უხსენებია, რომ მინდია შერვაშიძეს ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ფინანსურად მასზე არიან დამოკიდებული, მას არ უხსენებია, რომ ამ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რომელიც მთლიანად მინდიას პასუხისმგებლობა იყო, მოსამართლეს არ უხსენებია, რომ თორნიკე თოშხუა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი იყო, არც ერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა, არ უხსენებია, რომ პირველივე დღიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, იკითხებოდნენ და არასდროს გამოუჩენიათ ანტისოციალური მოქმედება.

ვიდეომასალაში რაც ჩანს, საზოგადოებამ ნახა. ჩანს თორნიკე თოშხუაზე დარტყმა, ჩანს ბექა გოცირიძეზე დარტყმა, ჩანს ხელის იმ ჯიბეზე მიტანა, რომელშიც დანაა მოთავსებული, თუ ამ დანის გამოყენება არ მოხდა, ისევ და ისევ ამ ბიჭების დამსახურებაა. გოცირიძემ სასამართლოში თქვა, რომ თვითონაც ურტყამდა ბიჭებს, დაადასტურა, რომ დანა ჰქონდა და ნამდვილად დაუვარდა, როგორც ამას ბიჭები ამბობენ. ბექა გოცირიძემ დაადასტურა, რომ კონფლიქტი ორმხრივი იყო და მას არ მიუღია ისეთი დაზიანება, რაზეც ის ვინმეს პატიმრობას ან სისხლისმართლებრივ დევნას მოითხოვდა. ამ პირობებში, სასამართლოს განმარტება, რომ ის დაზარალებულის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, ჩემთვის ცოტა რთულად გასაგებია, მაგრამ გასაგები ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ",- განაცხადა ფურცელაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძის განაჩენის მიხედვით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო