გზების დეპარტამენტი - სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, სასაფლაოს ტერიტორია დაზიანდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის – ორი საფლავი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფერდის გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება.

„კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას.

პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო