„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს გენერალურ პროკურატურას ესტუმრნენ

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ეკა კაველიძესთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ესტუმრნენ. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო