პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა.

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი 72 - ხმით (11 -წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ახალი კანონის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მიღებული კანონის პროექტის თანახმად, უქმდება “საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის განაკვეთებია დადგენილი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზის განაკვეთი 3 000 ლარი იქნება.

კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 2 აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 2 აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო