პარლამენტმა „ჩააგდო“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა

პარლამენტმა „ჩააგდო“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა.

ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით ორ კანონში: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონსა და „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველ კანონპროექტს - 23-მა დეპუტატმა (15 - წინააღმდეგი), ხოლო „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესების ინიციატივის კენჭისყრას კამათი უძღოდა წინ.

„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონპროექტი „ხარვეზიანად“ და „მოუმზადებლად“ შეაფასა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განხილვისას განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, არსებობდა იმის რისკი, რომ ბიზნესს ხელფასის მომატების ნაცვლად, დასაქმებულები შეემცირებინა.

„ქართული ოცნების“ კრიტიკა არ გაიზიარა პროექტის წარმდგენმა გიორგი შარაშიძემ, რომლის შეფასებით, მინიმალური ხელფასის დაწესება ხელს შეუწყობდა შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას და სიღარიბის შემცირებას.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღება არც საჯარო და არც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებული წნეხი არ იქნებოდა.

„თქვენ არ გაწყობთ, რომ კერძო სექტორს მოგება შეუმცირდეს, რადგან ეს მოგება შემდეგ თქვენთან მოდის. გაზრდილ ფასებზე რომ საუბრობთ, იმ ფასების წილში პირდაპირ თუ ირიბად პარტია „ქართული ოცნება“ ზის. როდესაც თქვენ კანონპროექტს ასე უტიფრად „აგდებთ“, ამით ასობით ათასს ადამიანს მონური ექსპლუატაციისთვის და სრულიად შეუსაბამო ანაზღაურებისთვის სწირავთ.

თქვენთან დაკავშირებულ „ორ ნაბიჯში“, რომლის მოგება 60 მილიონს შეადგენს და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, ყველაზე სასტიკად ეპყრობიან ადამიანებს და მათ მონურ ექსპლუატაციას უწვენ. კარგად მოიკითხეთ, რა ხდება სუპერმარკეტებში“, - მიმართა შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კანონპროექტის განხილვისას.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს