დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება

დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (ნაცვლად 2 წლისა) საკმარისი იქნება.

ამასთან, ამავე თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც ასეთი სამუშაო გამოცდილება არ ექნება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე - სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში.

აღნიშნულს “დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 1-ელი აპრილის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ამავე პროექტის თანახმად, უქმდება დაზვერვის სააგენტოს ამავე ფუნქციური დანიშნულების მქონე ქვედანაყოფებში დაზვერვის ოფიცერთათვის უფრო მაღალი კატეგორიების (მე-6 და ზევით) მინიჭებისთვის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

გარდა ამისა, ერთ წლამდე შემცირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა მივლენისთვის დაწესებული სამუშაო გამოცდილების ვადაც.

სააგენტოში დანიშნული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ სპეციალური მომზადების კურსებს გაივლიან, თუმცა სამსახურის უფროსს ექნება შესაძლებლობა ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლების ან კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება, დაზვერვის სააგენტოს უფროსს გადასცეს.

ცნობისთვის, 2025 წელს დაზვერვის სააგენტო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო