ტატა ხვედელიანი „ქართული ოცნების დეპუტატებს“ - გინდათ, რომ ადამიანს, რომელიც კვერცხის ფასთან დამარცხდა, ხელში ჩაუგდოთ ქვეყნის სტატისტიკა? - ერთადერთი, რაც მოსვლის შემდეგ გააკეთა, ღარიბაშვილი დაიჭირა

თქვენ გინდათ, რომ ადამიანს, რომელიც კვერცხის ფასთან დამარცხდა, ხელში ჩაუგდოთ ქვეყნის სტატისტიკა? , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცვლილებებს, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს.

მისივე თქმით, საქართველოში რეალობის შესალამაზებლად „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდის მანქანებიც კი აღარ ეყოფა.

„დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება ცვლილება, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ტექნიკურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ძალიან სერიოზულ საკითხს ეხება. საქსტატის, ანუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, პრემიერის პირდაპირ დაქვემდებარებას.

და ამაზე საუბრობს გუნდი, რომლის მმართველობის დროს ჩვენ ვნახეთ კორუფციაში მხილებული მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი პრემიერები, სუსი-ს ხელმძღვანელი, მინისტრების მოადგილეები, მერები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მოქალაქეებს ძარცვავდნენ. დღეს იგივე გუნდი გვთხოვს, რომ დავუჯეროთ, თითქოს მათ მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს უნდა ვანდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყანაში.

ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი სიგნალი, თქვენთვის მთავარი არ არის გამჭვირვალობა, მთავარი არის ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ამას უკვე არც მალავთ.

„საქსტატი“ არ არის ერთ-ერთი რიგითი უწყება. „საქსტატიდან“ საზოგადოება ცდილობს გაიგოს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა როგორ იზრდება ეკონომიკა, რა ხდება ფასებთან დაკავშირებით, რამდენია სიღარიბე, რამდენია უმუშევრობა რა ხდება დემოგრაფიაში, ეს უწყება ქვეყნის თვალი და ყურია.

და ახლა თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს იმ ადამიანის ქვეშ, ვისაც თავად ეს მონაცემები უნდა აფასებდეს? ეს ხომ აბსურდია.

უბრალოდ უკვე პროპაგანდის მანქანებიც კი აღარ გყოფნით, საქართველოში მძიმე რეალობის გასალამაზებლად, ეს არის სიმართლე.

თქვენ გინდათ, რომ ადამიანს, რომელიც კვერცხის ფასთან დამარცხდა, ხელში ჩაუგდოთ ქვეყნის სტატისტიკა? ხვდებით მაინც რაზეა საუბარი? ადამიანი მოქალაქეებს 3 თვის წინ შეჰპირდა კვერცხის ფასის გაიაფებას, და კვერცხის ფასი კი არა, ყველაფრის ფასმა მოიმატა. განათლების რეფორმაზე დაიწყო საუბარი და 1 კვირაში საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწია. ურთიერთობებს გადავტვირთავო და ამ ქვეყანას მოსკოვის მექანიზმი მოუტანა. რა დამსახურება აქვს ამ კაცს, რომ რამე დაუქვემდებაროთ მართლა მაინტერესებს. ერთადერთი, აი ერთადერთი, რაც რეალურად გააკეთა მოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილი დაიჭირა. კაცმა პასუხისმგებლობაც კი ვერ აიღო საკუთარ პრემიერობაზე და პირდაპირ ეთერში თქვა, პასუხისმგებლობას საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს ვუნაწილებო.

6 მილიონი კვადრატული ქართული მიწა ისე გაყიდეთ, დოკუმენტი არავის ანახეთ, შიგნით რა წერია, ადამიანები დასვით ეთერებში და სამარცხვინოდ ალაპარაკეთ, დოკუმენტი არ გვინახავს არავის, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან მაგარიაო. ამის მერე რა უნდა განდოთ საერთოდ ადამიანმა? მაგრამ მგონი, მაგ ამბავსაც ვერ მიიყვანს ბოლომდე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ცვლილება ქმნის აშკარა ინტერესთა კონფლიქტს.

პრემიერ-მინისტრი დანიშნავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მერე უნდა შეაფასონ, რამდენად ეფექტიანია მისი საკუთარი მთავრობა.

ანუ: თვითონ ნიშნავს, თვითონ გააკონტროლებს და საბოლოოდ თვითონვე შეაფასებს საკუთარ თავს.

დამოუკიდებელი სტატისტიკის გარეშე: საზოგადოება კარგავს რეალობის აღქმას, ხელისუფლებას კი ექმნება შესაძლებლობა ციფრებით შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაშინ როცა რეალურად: ფასები იზრდება, სიღარიბე კი არ ქრება. დღეს აქ, ამ დარბაზში, ბევრი თქვენგანი შეიძლება უბრალოდ ღილაკს დააჭერს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ მორიგი კენჭისყრაა.

მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში რეალობის დანახვა საერთოდ შესაძლებელი იქნება თუ არა.

და ერთი რამ გახსოვდეთ, პასუხისმგებლობის დრო ყოველთვის მოდის და ის არასოდეს რჩება მხოლოდ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული“, - აღნიშნავს ტატა ხვედელიანი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს