გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის

მიწოდება შეეზღუდება.

მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს, 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არმაზი, ძეგვი, შიომღვიმის ტერიტორია, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე, აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ზემოუბანში, დიდგორში, თელოვანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო