საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა Sintra’s Salt დამთვალიერებელს მალე უმასპინძლებს

Sintra’s Salt - ასე ჰქვია ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტოგამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს პორტუგალიის სანაპიროზე დაბადებულ ისტორიებს უყვება.

გამოფენას, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება, Gallery Fotoatelier, 4 აპრილიდან უმასპინძლებს.

პროექტის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ გამოცემებში, როგორებიცაა: The Guardian, The Red Bulletin, National Geographic, At.ge, Tabula, Anabechdi, Hot Chocolate Magazine და სხვა.

"სინტრას მარილი" ასახავს ადამიანის ინტერესების ცვლილების მარადიულ ციკლს, პორტუგალიის ოკეანის სანაპიროს და იქ მყოფ პერსონაჟებზე დაკვირვებას. ექსპოზიცია იწყება თამაშით, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება. ბავშვები ეთამაშებიან და დასდევენ ჩრდილებს, ეფემერულ ობიექტებს, და მათთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ამ ასაკში არ გაინტერესებს მოახერხებ თუ არა ჩიტის დაჭერას, მთავარია პროცესი, რომლის დროსაც სიამოვნებას იღებ და ცხოვრების მომავალი ეპიზოდისთვის იწვრთნები. ექსპოზიციის მეორე ნაწილი ასახავს ცხოვრების ციკლის მეორე ეპიზოდს, სადაც ცხოვრების ასპარეზზე შემოდიან ეპიზოდური პერსონაჟები, როგორც აუცილებელი ელემენტები, რომლებმაც შენი წილი დრო უნდა წაიღონ. ამ ეპიზოდში იწყებ სამყაროს სიდიადის გაცნობიერებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში იძენს მასშტაბს“, - აღნიშნავს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

თბილისის შემდეგ ექსპოზიცია ლისაბონსა და სან პაულოში გადაინაცვლებს. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს