ნიკოლოზ ხატიაშვილი - მეგობარი ქვეყნების ელჩებს კრიტიკის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და მტრად შერაცხავენ ხოლმე, რეალური ჩარევა სუვერენიტეტში ირანის ელჩის განცხადება იყო, რაზეც რეაგირებაც არ ყოფილა - მინიმუმ ელჩი დაებარებინათ

ხელისუფლებას რომ რეაქცია არ ჰქონდა ირანის ელჩის განცხადებაზე, ძალიან გასაკვირია, ელჩი მაინც უნდა დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში, - ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, „ჯეოქეისის” მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილის შეფასებით, ირანის ელჩ ალი მოჯანის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა იყო.

„ირანის ელჩის განცხადებაში ისეთი საუბარი იყო, თითქოს საქართველო დათანხმდა რაღაც პირობებს აშშ-სთან და თითქოს მათ ამის შესახებ გაიგეს. რეაქცია რომ არ ჰქონდა[ხელისუფლებას], ძალიან გასაკვირია. ელჩი მაინც უნდა დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როდესაც ვხედავთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან გარკვეულ კრიტიკას და ამ კრიტიკის გამო იბარებენ მაგათ ელჩებს სამინისტროში და მტრად შერაცხავენ ხოლმე და აბრალებენ ხოლმე რომ ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. რეალური ჩარევა ჩვენს სუვერენიტეტში იყო ეს განცხადება, რაზეც რეაგირებაც არ ყოფილა. მინიმუმ ელჩი მაინც დაებარებინათ და ახსნა-განმარტება მოეთხოვათ, რატომ გააკეთა ასეთ განცხადება და რა მიზნები ამოძრავებდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება საფრთხეში აღმოვჩნდეთ ამ ომის კონტექსტში, ნიკოლოზ ხატიაშვილი აცხადებს, რომ ეს საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია.

„იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგი ურთიერთობები აქვს ირანთან და შესაბამისად, არ განიხილება საქართველო როგორც მტრული სახელმწიფო. ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია რაიმე სახის საფრთხის წინაშე დადგეს საქართველო. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, როდესაც ჩვენს რეგიონში ომი მიმდინარეობს, მაგრამ პოლიტიკური კუთხით და არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, არა მგონია, საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს