ევროპის საბჭოს კონგრესი - საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა

საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს შესახებ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კონგრესმა დაადგინა, რომ ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული მმართველობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად წარსული რეკომენდაციების არგათვალისწინების ფონზე.

კონგრესმა მწუხარება გამოთქვა, რომ განსხვავებული აზრი - კერძოდ კი ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია - სულ უფრო მეტად დგას დაშინების, დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლის საქმეების წინაშე, რაც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს.

ასევე, აღინიშნება, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის კონგრესის, გარეშე ჩატარდა, ხოლო დამკვირვებლების უფლებების შეიზღუდა.

კონგრესის განცხადების თანახმად, თავის რეზოლუციასა და რეკომენდაციაში კონგრესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დიალოგისთვის ხელის შეწყობა და 2025 წლის საარჩევნო პროცესისადმი საჭირო ნდობის დამყარება, რამაც არჩევნები მუნიციპალიტეტების ნახევარში ერთპარტიულ შეჯიბრებად აქცია, ხოლო დანარჩენებში კი ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის ბრალდებები არსებობს. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიები აკრძალვის მცდელობებმა, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებებმა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეებმა, კიდევ უფრო დაადუმა პოლიტიკური პლურალიზმი…

კონგრესის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.

„მათ ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეწყვიტონ ოპოზიციური ხმის კრიმინალიზაცია და გააუქმონ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ხელშემწყობი შესწორებები;

განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის დასკვნები, და აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესაბამისად; და გააუქმონ საარჩევნო კოდექსის შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებსა და ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას, ისევე როგორც ყველა კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს