მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.

ბრატისლავის მ.რ. შტეფანიკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

„მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო