გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართულ ოცნებას“  შეუძლია მოერგოს იმას, რასაც ნახავს - დაწერილი სცენარით ხანდახან ფილმებსაც ვერ იღებენ, ვიცით, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს

ჩვენ ვიცით, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ამისთვის ვიზრუნებთ, ამისთვის ვიმუშავებთ და ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, წინასწარ დაწერილი სცენარი არ აქვთ, რადგან „წინასწარ დაწერილი სცენარით ხანდახან ფილმებსაც ვერ იღებენ“.

„„ქართულ ოცნებას“ შეუძლია მოერგოს იმას, რასაც ნახავს საზოგადოებისგან, რა დაკვეთაცაა. ქართულ საზოგადოებას უნდა ცვლილება ქვეყანაში და ამ ცვლილებისთვის უამრავი ადამიანი გამოვა და ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ხომ ციფრს არ ვასახელებთ, ჩვენ ვმუშაობთ, მაქსიმალურ ენერგიას და რესურს ჩავდებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები ქვეყანაში, ეს ქვეყანა ივანიშვილის ხელში რუსეთთან მარტო რჩება ან ირანთან რჩება მარტო და არ ვიცით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადარჩება თუ არა საერთოდ.

26 მაისი არის სიმბოლური თარიღი ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება, იზეიმოს 26 მაისი იმიტომ, რომ ისინი არიან მთავარი შემოქმედი იმისა, რომ საქართველო კარგავს დღეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს.

წინასწარ დაწერილი სცენარით ხანდახან ფილმებსაც ვერ იღებენ. ჩვენ ვიცით, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ამისთვის ვიზრუნებთ, ამისთვის ვიმუშავებთ და ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა. ხალხზეა დამოკიდებული [რა იქნება 26 მაისს], ხალხზეა დამოკიდებული რა იქნება ამ ქვეყანაში, არა მარტო 26 მაისს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო