მამუკა კაციტაძე - თუ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე იტყვის, რომ დამოუკიდებლად მოუგებს ხელისუფლებას და დანარჩენ ოპოზიციას, სირეგვნეა - გვქონდეს კოორდინაცია, ქვეშქვეშა საყვედურების გარეშე, რომ „ლელო მოვა აზრზე“

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ გადადგმული ნებისმიერი ორგანიზებული ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა ეფექტიანობას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის მიერ შექმნილმა პლატფორმამ საარჩევნო სახე არ მიიღო, „გლობალური უაზრობა“ იქნება.

მისი თქმით, „ლელოს“ მოქმედებები სრულად ორიენტირებულია მომავალ არჩევნებზე, როგორც თემატურად, ისე ორგანიზაციული სტრუქტურით.

„მივესალმები ყველა ძალისხმევას, რაც ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული იქნება. მათი არჩევანია გაეკეთებინათ წარმონაქმნი, არის გეგმები, თარიღები და ა.შ. ეს არის მათი საქმე. თუ ამ წარმონაქმნა საარჩევნო სახე არ მიიღო, ვიტყვი, რომ გლობალური უაზრობა გაუკეთებიათ-მეთქი. რასაც დღეს აკეთებს ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში „ლელო“ , გათვლა არის მომავალ არჩევნებზე. დაწყებული თემატიკით, ორგანიზაციული სტრუქტურით და დასრულებული კონკრეტული პიროვნებებით. თუ მზადებას იწყებ არჩევნებისთვის და არჩევნების გზით გინდა მოამზადო წინაპირობა ხელისუფლების შესაცვლელად, მაშინ უნდა ხედავდე სუბიექტს, რომლითაც გადიხარ არჩევნებზე, სხვა შემთხვევაში ეს არის დიდი უაზრობა“,- განაცხადა კაციტაძემ.

მისივე შეფასებით, ტერმინი „უნიათო ხელისუფლება“ წლებია ისმის, თუმცა, მისი თქმით, „უნიათო ხელისუფლება 14 წელი ვერ დარჩება ხელისუფლებაში“. მან მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავოს მხოლოდ ეპითეტების გამოყენებისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

„შედარებებისგან და ეპითეტებისგან თავს შევიკავებ. საქართველოში 13-14 წელია მესმის უნიათო ხელისუფლება. უნიათო ხელისუფლება 14 წელი ვერ ჩერდება ხელისუფლებაში, ამიტომ ეს ყულფის მოჭერები და ამ ტიპის ეპითეტებით ხელისუფლება გაშვებულად ნუ ეჩვენებათ ვიღაც ვიღაცებს. ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“,- განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი დაქსაქსვისკენ მოწოდებას არ აკეთებს, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, კაციტაძე აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე და მის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია სასურველი და საჭირო იქნება.

„ოპოზიციონერ ამომრჩეველს ოპოზიციურ ველზე გარკვეული არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. ზედმეტი დაქსაქსვისკენ არ მივუთითებ არავის, მაგრამ ოპოზიციონერ ამომრჩეველს არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს. თუ ჩვენ წინასწარ მოვახერხებთ გარკვეული კოორდინაცია გვქონდეს, როგორც არჩევებამდე, ასევე, მის შემდეგ, ეს იქნება ძლაიან კარგი. დღეს თუ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე იტყვის, რომ ის დამოუკიდებლად მიიღებს იმდენ ხმებს, რომ მოუგებს ხელისუფლებას და დანარჩენ ოპოზიციასაც, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სირეგვნე. გვქონდეს ერთმანეთთან კოორდინაცია, ყოველგვარი ზედმეტი ქვეშქვეშა და გადაკრული საყვედურების, თუ თითის ქნევის გარეშე „ლელო“ მოვა აზრზე. „ლელო“ მოსულია აზრზე , სხვასაც ვუსურვებ ამ ტიპის აზრზე მოსვლას“, - განაცხადა კაციტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე