მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად, მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაიწყებს

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად, მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაიწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განუცხადეს, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს კლინიკებში სტაციონარულ განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების დრო ხანგრძლივია, ერთი თვის განმავლობაში კლინიკა დაახლოებით 200-250 სტაციონარულ პაციენტს მოემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიას, აქ ერთი თვის განმავლობაში 1200-1300 პაციენტის მომსახურება იქნება შესაძლებელი.

მათივე ცნობით, კლინიკაში იმუშავებენ შემდეგი მიმართულებების სპეციალისტები: ძირითადად ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის დარგის ექიმი სპეციალისტები, ადიქციის მართვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები. ასევე სხვა მომიჯნავე დარგების კონსულტანტები და სპეციალისტები: ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი და ა.შ)

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად დაიწყებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში. პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს კლინიკებში სტაციონარულ განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების დრო ხანგრძლივია, ერთი თვის განმავლობაში თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა დაახლოებით 200-250 სტაციონარულ პაციენტს მოემსახურება. რაც შეეხება ამბულატორიას, აქ ერთი თვის განმავლობაში 1200-1300 პაციენტის მომსახურება იქნება შესაძლებელი.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი; დუალური ნოზოლოგიის განყოფილება; ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება.

კლინიკაში ასევე განთავსებულია სარეაბილიტაციო განყოფილებაც (30 საწოლი).

კლინიკა მუშაობს მულტიდისციპლინური მიდგომით და აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას. თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმუშავებენ შემდეგი მიმართულებების სპეციალისტები: ძირითადად ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის დარგის ექიმი სპეციალისტები, ადიქციის მართვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები. ასევე სხვა მომიჯნავე დარგების კონსულტანტები და სპეციალისტები: ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი და ა.შ)....

პაციენტებისთვის თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტებსა და რეზიდენტებს პრაქტიკული სწავლების პროცესში შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პაციენტებზე ორიენტირებულ სამედიცინო საქმიანობაში, გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით. თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულია თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტები. სასწავლო პროცესისთვის მოწყობილია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. კლინიკის სასწავლო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესს.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის, ისე სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერების მიმართულებით“,- აღნიშნავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ