დონალდ ტრამპი - უკრაინაში არ უნდა ჩავრეულიყავით - ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან ბაიდენმა ბევრი რამ უკრაინას მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინაში მიმდინარე ომში არ უნდა ჩარეულიყო.

„უკრაინაში არ უნდა ჩავრეულიყავით. უკრაინა ოკეანის მიღმა ათასობით მილის მოშორებით მდებარეობს. ჩვენ მათ დავეხმარეთ. სულელი პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც მათ 350 მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას ისეთი საბრძოლო მასალა გადასცა, რაც ახლა აშშ-ს სჭირდება.

„ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან მან ბევრი რამ უკრაინას მისცა. ახლა კი ისინი საბრძოლო მასალას ყიდულობენ, რომელსაც მე ვყიდი. ამისთვის თანხას ევროკავშირი იხდის “, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს