მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებისა და რისკების ეპოქაში, საქართველოსათვის განსაკუთრებით ღირებულია სლოვაკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება და საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის დაცვის მიზნით გაწეული ძალისხმევისათვის. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა