მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებისა და რისკების ეპოქაში, საქართველოსათვის განსაკუთრებით ღირებულია სლოვაკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება და საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის დაცვის მიზნით გაწეული ძალისხმევისათვის. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს