ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სატელეფონო საუბარში მონაწილეობა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც მიიღეს.

„უკრაინა აფასებს ამერიკის ძალისხმევას ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაძლიერების მიზნით ჩვენი გუნდები მომავალი დღეების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე