თენგიზ შარმანაშვილი - თუ შვეიცარიაში მოგვიწევს რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა, მივალთ საელჩოში და ავიღებთ ვიზას, რა გასაჭირი ეს არის?! ხოლო თუ ჟენევის ტბის დასათვალიერებლად წავალ, რაც არ მგონია, რადგან ძვირიანი ქვეყანაა, მაშინ ვიზა არ დამჭირდება

თუ წავალ ჟენევის ტბის დასათვალიერებლად, რაც არ მგონია უახლოეს მომავალში, რადგან საკმაოდ ძვირიანი ქვეყანაა და თავს შევიკავებდი ასე უცებ ფულის გაფლანგვისაგან, მაშინ წავალ ჩვეულებრივი პასპორტით და დამატებითი ვიზის აღება არ დამჭირდება - აქ საუბარია, რომ როგორც ოფიციალური პირი, ვიზის გარეშე იქ ვერ შევალ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შვეიცარიის მხრიდან ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ შვეიცარიაში მოლაპარაკებაზე წავლენ, დიპლომატიური პასპორტით უნდა გამოცხადდნენ შვეიცარიის საელჩოში და შესაბამისი ვიზა აიღონ.

„იცით, რომ შვეიცარია ქვეყანაში გვიშვებდა არა იმის გამო, რომ მასთან ორმხრივი ურთიერთობა იყო ასეთი, არამედ მას ჰქონდა გაცხადებული, რომ ვისაც შენგენის ვიზა აქვს, ამ ვიზით თავისუფლად შეგიძლიათ შემოხვიდეთ შვეიცარიაშიო. ასე რომ, რა თქმა უნდა, შვეიცარიამაც გადადგა ის ნაბიჯი, რაც გააკეთა შენგენის ქვეყნების შესაბამისად ევროკავშირმა - აქ გასაკვირი არაფერია. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ მე შვეიცარიაში მოლაპარაკებაზე წავალ, არ შემიძლია როგორც ტურისტი ისე წავიდე, ჩემი დიპლომატიური პასპორტით უნდა გამოვცხადდე შვეიცარიის საელჩოში და შესაბამისი ვიზა ავიღო. ხოლო თუ მე იქ როგორც ტურისტი წავალ, თავისუფლად შევალ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი.

თუ შვეიცარიაში მოგვიწევს რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე [წასვლა], არ გაგვიჭირდება - მივალთ შვეიცარიის საელჩოში და ავიღებთ ვიზას, რა გასაჭირი ეს არის მერე?!

ხოლო თუ წავალ ჟენევის ტბის დასათვალიერებლად, რაც არ მგონია უახლოეს მომავალში, რადგან საკმაოდ ძვირიანი ქვეყანაა და თავს შევიკავებდი ასე უცებ ფულის გაფლანგვისაგან, მაშინ წავალ ჩვეულებრივი პასპორტით და დამატებითი ვიზის აღება არ დამჭირდება. აქ არის ლაპარაკი, რომ როგორც ოფიციალური პირი, ვიზის გარეშე იქ ვერ შევალ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

„3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს