თბილისის მერია - თბილისში, 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს

თბილისში, 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი, ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით პროცესშია.

„პროექტის მიხედვით, ტერიტორია 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც ინდივიდუალური ვოლიერები, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და ლაბორატორია განთავსდა. უახლოეს მომავალში ცენტრი თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, ასევე, ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

ახალი ცენტრი დედაქალაქს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. პროექტის მიზანია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობა და ამ მიმართულებით მუნიციპალური სერვისების ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდა“,- განაცხადეს მერიაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე