გიორგი სიორიძე - სტრასბურგის სასამართლოში აგენტების შესახებ კანონის განსახილველად მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია - ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხები, თუმცა ვიცით მათი რიტორიკა და მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაიმე განსხვავებულს მისწერენ

სტრასბურგის სასამართლომ აგენტების რეგისტრაციის თაობაზე კანონი ე.წ. FARA-ს შესახებ საჩივარი ვინაიდან უკვე მიიღო არსებითად განსახილველად, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც სიორიძე აცხადებს, ასეთი ტიპის საქმეებს პრეცედენტული მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის.

„სტრასბურგის სასამართლომ აგენტების რეგისტრაციის თაობაზე კანონის, ე.წ. FARA შესახებ საჩივარი ვინაიდან უკვე მიიღო არსებითად განსახილველად, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია „ქართული ონების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ. არსებობს ბუნებრივია, მოლოდინი, რომ მას განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს და ის პრიორიტეტულად იქნას განხილული. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ საუბარი არ გვაქვს უბრალოდ კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაზე, ეს შემხებლობაში არის გამოხატვის თავისუფლებასთან, შეკრების თავისუფლებასთან, სხვა უფლებებთან, რომელსაც დემოკრატიული ფუნდამენტის არსებობისთვის ქვეყანაში აქვს გამორჩეული მნიშვნელობა და განზომილება. ასეთი ტიპის საქმეებს პრეცედენტული მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის. ბუნებრივია, პროცედურულად ახლა ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხები სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ჩვენ ვიცით როგორი იყო მათი რიტორიკა ამასთან მიმართებით და არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაიმე განსხვავებულს მისწერენ ისინი სტრასბურგის სასამართლოს, მაგრამ შესაბამისად უნდა დაელოდონ შედეგებსაც“,- განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. „ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჩივარში საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ