პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერზე - საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ მაშინ გავიგე და ეს პერფორმანსად ჩავთვალე - არაფერი დამიგეგმავს და არც არაფერი მივარაუდია, კონკრეტულად ჩემი რომელი ქმედება ან განცხადება შეიცავს მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს?

კონკრეტულად ჩემი რომელი ქმედება ან განცხადება შეიცავს მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს? - არაფერი დამიგეგმავს და არც არაფერი მივარაუდია,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა

პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე, დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პაატა ბურჭულაძემ საორგანიზაციო კომიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ბურჭულაძის პერფორმანსად ჩათვალა.

„ჟურნალისტებმა დამიბარეს და გავიგე, რომ სურათს იღებდნენ. მოვიდა გოგონა და მითხრა, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა ფოტოს გადაღება და მივედი და გადავიღეთ უხმო ვიდეო. იმ კომიტეტის შესახებ კი მაშინ გავიგე და ეს მე პერფორმანსად ჩავთვალე. მე ვერ ვიქნებოდი დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი. თვითმარქვიად ვერ გამოვაცხადებ თავს, 2 თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე, მე თავს ორგანიზატორად ვერ გამოვაცხადებდი. რა გამოდის, რომ 2 თვე საიდუმლოს ვმალავდით და მერე ვიდეო გადავიღეთ? აქციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მე სხვა მიმართულებით წავედი.

კონკრეტულად რომელი ჩემი ქმედება ან განცხადება შეიცავს მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს? რომ მცოდნოდა რაიმე უკანონობის შესახებ, იმ ვიდეო გადავიღებდი? არაფერი დამიგეგმავს და არც არაფერი მივარაუდებია.

როდესაც ლევან იოსელიანმა დამირეკა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვიყავი. მან მკითხა თუ ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი სასახლესთან რა ხდებოდა და როცა ლევანმა ამიხსნა, რაც ხდებოდა, ჩავთვალე, რომ ეს იყო დაგებული ხაფანგი და ის ხალხი იქიდან გამოსაყვანი იყო",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა