მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი იგორ დოდონი, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი იგორ დოდონი, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში მყოფი მოლდოველი დეპუტატები მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ. მათ საქართველოს პარლამენტში მოლდოვას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტად იმყოფება მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე