ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს - თუ ნატო-ს მიმართ თქვენს ერთგულებას ყოველდღიურად ეჭვქვეშ აყენებთ, მაშინ მის არსს ძირს უთხრით

თუ ნატო-ს მიმართ თქვენს ერთგულებას ყოველდღიურად ეჭვქვეშ აყენებთ, მაშინ მის არსს ძირს უთხრით, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.

„მიმაჩნია, რომ ორგანიზაციები და ალიანსები, როგორიც ნატოა, იმით განისაზღვრება, რაც მათ შესახებ არ ითქმის და იმ ნდობით, რაც მათ საფუძველს წარმოადგენს. ეს ასეა, სამხედრო და სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარები მუდმივად არ უნდა აკეთონ.

„სერიოზულები უნდა ვიყოთ და თუ გსურთ, რომ სერიოზული იყოთ, მაშინ იმის საპირისპირო რამეს არ უნდა ამბობდეთ, რაც გუშინ თქვით. ვფიქრობ, ამის შესახებ ზედმეტი საუბარია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს (ალიანსიდან გასვლა) გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე