პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე - ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო

ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, დაკითხვისას განაცხადა.

ასევე, პაატა ბურჭულაძემ იკითხა თუ რატომ არ დააკავეს აქციამდე რამდენიმე ხნით ადრე, თუ „მშვიდობიან დამხობაში" ძალადობრივი ნიშნები იკითხებოდა.

„მე აქ თავის გასამართლებლად არ მოვსულვარ, ეს იყო ისტორიული დღე. მივიღეთ დეკლარაცია. ასევე, ვუყარეთ კენჭი ადამიანებს. ისინი არიან ეჭვმიტანილები, კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო. აქციაზე შვილიშვილთან ერთად ვიყავი აქციაზე, რა ძალადობაზეა საუბარი.

რაც შეეხება ორგანიზებას, ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო.

რაც შეეხება ვიდეოს, სადაც ჩვენ ყველანი ვჩანვართ, ძალიან დიდი ალბათობა იყო, რომ რაიმე პროვოკაცია შეიძლება მომხდარიყო. მინდოდა ხალხისთვის მეთქვა, რომ სხვებისთვის არ დაეჯერებინათ და იქვე იდგნენ ეს ადამიანები და დავუძახე.

რაც შეეხება სცენაზე ასვლას, იქ ყველას შეეძლო ამოსულიყო და ვისაც რაც მოესურვებოდა, ის ეთქვა. სასახლისკენ გადასვლა აღვიქვი ისე, რომ იქ უნდა გაგვეგრძელებინა მიტინგი. რომ მივედით, ღობე ჩამოგდებული დაგვხვდა. მაგრამ, რადგან მე ნათქვამი მქონდა, რომ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას, გადავედი ეზოში და სპეცრაზმელებს ვუთხარი, რომ ხალხზე ხელი არ აეწიათ, მათ არ აუწევიათ ხელი ხალხზე, მაგრამ გოჩა პატარიძემ 2 მეტრიდან სპრეი შემასხა. გამოვედი გარეთ, როგორც კი მოვსულიერდი ხელმეორედ გადავედი და ისევ მოვუწოდებდი, რომ ხელი არ აეწიათ ხალხზე და მეორეჯერ შემასხეს სპრეი. ამის შემდეგ გადავედი რუსთაველის გამზირზე, თვალები დამწვარი მქონდა. ხალხს მოვუწოდე, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ. შემდეგ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაღალი წნევა მქონდა. ამ დროს ოთახში შემოვიდნენ [პოლიცია] და ექიმს უთხრეს, რომ მე უნდა წავეყვანე, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ ხვალამდე ჩემს თავს ვერ გაატანდა. შემეცოდა ექიმი და ხელი მოვაწერე, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ვიღებდი და პოლიციას გავყევი. წაკითხული დეკლარაციის ტექსტი ხალხმა შეადგინა. მათ შეადგინეს სია. არანაირი შეხვედრები არ გვქონია და არც საჭირო იყო. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არ იღებდნენ.

აქციის დეტალებს რაც შეეხება, მერიაში მივედი და განცხადება მივიტანე, მივუთითე დრო და ადგილი. მანამდე, კახა კალაძეს ვთხოვე, რომ ეროვნული სტადიონი დაეთმო. მან კი დამცინავად გვითხრა, რომ პატარა მოედანს გვიქირავებდა, კიდევ კარგი არ დაგვითმო ეროვნული სტადიონი, თორემ ამდენი ადამიანი სად უნდა დაგვეტია.

თუ „მშვიდობიან დამხობაში" ძალადობის ნიშნები ამოიკითხეს, მაშინ რატომ არ დამაკავეს? თუ ხაბეიშვილი დააკავეს, რომ ვიღაცას, რაღაცას მომავალში ჰპირდებოდა, მე რატომ არ დამაკავეს",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა