ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს - არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მილიტარიზმისკენ მოწოდების ნაცვლად, შენი ქვეყანა გიყვარდეს და გადაარჩინე! - გამოსავალი რუსულ ენერგორესურსებზე სანქციების მოხსნაა

ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ევროპა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისკენ მიექანება. მსოფლიო მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ევროპა სერიოზულ საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციების მოხსნაა“, - განაცხადა ორბანმა.

ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“.

„ჩვენ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე უნდა ვიფიქროთ. მილიტარიზმისკენ მოწოდების ნაცვლად, შენი ქვეყანა გიყვარდეს და გადაარჩინე დონალდ!“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე