ნიკა ჩერქეზიშვილი - თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას - მოვითხოვთ, დადგეს კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებაში ფულს იპარავენ

თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარ 42 000 მოქალაქეს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას. ეს რიცხვი 2022 წლიდან არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტების ფასები ასტრონომიულად გაიზარდა , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩერქეზიშვილის თქმით, ყველა კორუფციულ ფაქტზე, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა, უნდა დადგეს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

“ლელო - ძლიერი საქართველო” წლებია საუბრობს, რომ კახა კალაძე და თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარ 42 000 მოქალაქეს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას. ეს რიცხვი 2022 წლიდან არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტების ფასები ასტრონომიულად გაიზარდა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ამ 1 ლარი და 70 - თეთრიანი ულუფიდანაც კი მილიონებს იპარავდნენ თაღლითი ბიზნესმენები და კალაძის გუნდის წევრი ჩინოვნიკები.

ვერანაირი ბრიფინგი და გამოძიება ვერ დაგვარწმუნებს, რომ ეს პროცესი კორუფციასთან ბრძოლაა, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის ყოფილი და მოქმედი გამგებლების საქმიანობით არ დაინტერესდება, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც ეს სქემა უბრალოდ ვერ იფუნქციონირებდა. ზოგიერთი მათგანი, თბილისის საკრებულოს წევრია.

რაც მთავარია, რას გვეტყვის თბილისის კორუმპირებული მერი კახა კალაძე, რომელიც ყოველთვის ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის, თითქოს ის არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქს ხელმძღვანელობს.

უნდა დაისვას კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი ბოლო წლებში, თბილისის მერიაში მომხდარ ყველა დანაშაულზე. ვაკის პარკის ტრაგედია ვისი პასუხისმგებლობაა? ბაგა-ბაღების სააგენტოში კორუფცია ვისი პასუხისმგებლობაა? ოცნების მხარდამჭერ ბიზნესმენებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები ვისი პასუხისმგებლობაა? მუნიციპალური მიწების გაცვლა თუ სიმბოლურ ფასად გაყიდვა ვისი პასუხისმგებლობაა?

როდესაც ქალაქის ვიცე-მერები კორუმპირებულები არიან, სამსახურების უფროსები კორუმპირებულები არიან, გამგებლები კორუმპირებულები არიან, ეს პირადად კახა კალაძის პასუხისმგებლობაა.

მოვითხოვთ, ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა, დადგეს კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებაში ფულს იპარავენ”, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა