ნიკა ჩერქეზიშვილი - თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას - მოვითხოვთ, დადგეს კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებაში ფულს იპარავენ

თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარ 42 000 მოქალაქეს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას. ეს რიცხვი 2022 წლიდან არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტების ფასები ასტრონომიულად გაიზარდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩერქეზიშვილის თქმით, ყველა კორუფციულ ფაქტზე, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა, უნდა დადგეს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

“ლელო-ძლიერი საქართველო” წლებია საუბრობს, რომ კახა კალაძე და თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარ 42 000 მოქალაქეს დასცინის, რადგან 1 ლარად და 70 თეთრად უმზადებს ულუფას. ეს რიცხვი 2022 წლიდან არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტების ფასები ასტრონომიულად გაიზარდა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ამ 1 ლარი და 70 - თეთრიანი ულუფიდანაც კი მილიონებს იპარავდნენ თაღლითი ბიზნესმენები და კალაძის გუნდის წევრი ჩინოვნიკები.

ვერანაირი ბრიფინგი და გამოძიება ვერ დაგვარწმუნებს, რომ ეს პროცესი კორუფციასთან ბრძოლაა, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის ყოფილი და მოქმედი გამგებლების საქმიანობით არ დაინტერესდება, რომელთა ხელშეწყობის გარეშეც ეს სქემა უბრალოდ ვერ იფუნქციონირებდა. ზოგიერთი მათგანი, თბილისის საკრებულოს წევრია.

რაც მთავარია, რას გვეტყვის თბილისის კორუმპირებული მერი კახა კალაძე, რომელიც ყოველთვის ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის, თითქოს ის არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქს ხელმძღვანელობს.

უნდა დაისვას კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი ბოლო წლებში, თბილისის მერიაში მომხდარ ყველა დანაშაულზე. ვაკის პარკის ტრაგედია ვისი პასუხისმგებლობაა? ბაგა-ბაღების სააგენტოში კორუფცია ვისი პასუხისმგებლობაა? ოცნების მხარდამჭერ ბიზნესმენებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები ვისი პასუხისმგებლობაა? მუნიციპალური მიწების გაცვლა თუ სიმბოლურ ფასად გაყიდვა ვისი პასუხისმგებლობაა?

როდესაც ქალაქის ვიცე-მერები კორუმპირებულები არიან, სამსახურების უფროსები კორუმპირებულები არიან, გამგებლები კორუმპირებულები არიან, ეს პირადად კახა კალაძის პასუხისმგებლობაა.

მოვითხოვთ, ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა, დადგეს კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებაში ფულს იპარავენ”, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა