გალერეა "ვერეში" გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართება - გალერეის მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი"

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა "ვერე", 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”.

ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — Mon Voyage En Asie და Mon Voyage En Russie, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს.

პირველადი შეფასებით, ნამუშევრები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან — ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850). ალბომების გამოვლენა და მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა კი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე მთლიანად კავკასიის ისტორიის კვლევისთვის.

ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, ფასანაურს, ყაზბეგს, სომხეთსა და ყაბარდოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას, რომელიც ქალაქის გარდამტეხ პერიოდს ასახავს, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და იმპერიული მოდერნიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება.

გალერეა "ვერე" თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორები არიან: ცირა ელისაშვილი და ეკა კიკნაძე. გალერეა "ვერეს" მისამართია: თბილისი, ჯანაშიას 9.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს