გაერო-ს გენერალური მდივანი - უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ

გაერო-ს გენერალური მდივანი აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ.

შესაბამისი განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იურკში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება.

“უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება…

როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ…

ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები.

ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, - განაცხადა გუტერეშმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს