გიორგი ბურჯანაძე - ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური ლევან იოსელიანიც კი ვერ ასცდებოდა სიმწვავეს, რომელიც ანგარიშში იყო - 2024 წელს იყო უპრეცედენტო მასშტაბის წამება საქართველოს ისტორიაში

ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ლევან იოსელიანიც კი ვერ ასცდებოდა სიმწვავეს, რომელიც ანგარიშში პრობლემის ასახვის კუთხით იყო აუცილებელი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ანგარიში მოიცავს ძალიან ბევრ საინტერესო მონაცემს, რადგან სახალხო დამცველს ბევრად მეტ ინფორმაციაზე აქვს წვდომა.

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ ანგარიშში წამების ნაწილში წარმოდგენილი მონაცემები კარგად აჩვენებს სიმწვავეს და მასშტაბურობას, რომელიც ქვეყანაშია და დასძენს, რომ 2024 წელს, ჯერ გაზაფხულზე და შემდეგ უკვე შემოდგომა-ზამთრის სარპტესტო აქციების პერიოდში იყო „უპრეცედენტო მასშტაბის წამება“ საქართველოს ისტორიაში.

„სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა და დატვირთვა არ ჰქონოდეს. ეს არის წლის შემაჯამებელი დოკუმენტი და მის შემუშავებაში მრავალი ადამიანია ჩართული. არაერთხელ მომიმზადებია და ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული ყველაფერი.

საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა კუთხით იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ლევან იოსელიანიც კი ვერ ასცდებოდა სიმწვავეს, რომელიც პრობლემის ასახვის კუთხით იყო აუცილებელი, ამიტომ წამების ნაწილში წარმოდგენილი მონაცემები კარგად აჩვენებს იმ სიმწვავეს და მასშტაბურობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში - რაც ჩვენ ვნახეთ 2024 წლის ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ შემოდგომა-ზამთარში, ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის წამება საქართველოს ისტორიაში.

ეს ფაქტები შარშანდელ ანგარიშში კი იყო, მაგრამ წელსაც მოხვდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირებული არიან ადამიანები, რომელთაც სახეები უჩანთ ძალადობის დროს, მაგრამ მათი პასუხისგებაში მიცემაც არ ხდება, თანაც როდესაც ასეთ მასშტაბურობაზეა საუბარი, იქ შესაძლებელია პასუხისგებაში იქნეს მიცემული სხვადასხვა პირი, ზემდგომები და ა.შ.

გამოძიების ნაწილში ამ ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ანგარიში შეიცავს ძალიან ბევრ საინტერესო მონაცემს. ბუნებრივია, სახალხო დამცველის აპარატს აქვს უნიკალური წვდომა ბევრ ინფორმაციასთან და ეს დაგვეხმარება მასშტაბის გარკვევაში.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანგარიშში თვალს გჭრის ის, რომ რაღაც საკითხები პირდაპირ არ წერია. ამ ქვეყანასთან მიმართებით არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც არ ეთქვა, რომ რუსული კანონი გასაუქმებელია, ივანიშვილის „ფარა“ გასაუქმებელია, გრანტების კანონი გასაუქმებელია. ამაზე საუბრობს ყველა პოლიტიკური ორგანო და ყველა სამართლებრივი ორგანო, მაგრამ უფლებადამცველების თავი შეჯამების სახით აღწერს იმ რეპრესიების მასშტაბს, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა განახორციელა. ეს ყველაფერი ნარატიულად აღწერილია, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეჯამებაში კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა