ოჯახის ინფორმაციით, ირანში სახაროვის პრიზის ლაურეატი, უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე დააკავეს

ირანში სახაროვის პრიზის ლაურეატი, ცნობილი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

კერძოდ, დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის “მარტო იყო სახლში”. მას შემდეგ მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია და ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რომელმა ორგანომ დააკავა იგი.

ხანდანის თქმით, როდესაც ნათესავები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ “ელექტრონული საშუალებები”, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.

ცნობისთვის, სოთუდე 2012 წელს გახდა სახაროვის პრიზის ლაურეატი და ირანში ის რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს