აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ირანში ხიდზე აფეთქებები ჩანს და განაცხადა, რომ „კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“.
მან დასძინა, რომ ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.
“ირანის ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა და ვეღარასდროს გამოიყენებენ - კიდევ უფრო მეტი მოჰყვება! დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის და სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს დიად ქვეყნად!” - წერს ტრამპი.
ირანული მედიის ცნობით, თეირანის მახლობლად მდებარე მთავარ ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც დასავლური მედია წერს, გაურკვეველია, დარტყმა ისრაელმა დაიწყო თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.