დონალდ ტრამპი ირანის ხიდზე აფეთქების ვიდეოს აქვეყნებს - დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება დიად ქვეყნად იქცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ირანში ხიდზე აფეთქებები ჩანს და განაცხადა, რომ „კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“.

მან დასძინა, რომ ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.

“ირანის ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა და ვეღარასდროს გამოიყენებენ - კიდევ უფრო მეტი მოჰყვება! დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის და სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს დიად ქვეყნად!” - წერს ტრამპი.

ირანული მედიის ცნობით, თეირანის მახლობლად მდებარე მთავარ ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც დასავლური მედია წერს, გაურკვეველია, დარტყმა ისრაელმა დაიწყო თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს