აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორი პემ ბონდი.
ტრამპმა განაცხადა, რომ დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში რომელიც ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატია.
ასევე, ტრამპმა ბონდი შეაქო, როგორც „დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარი“, რომელმაც „დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია“ წარმართა. ტრამპის თქმით, ბონდი მალე კერძო სექტორში გადაინაცვლებს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
თავის მხრივ, ბონდიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული და უაღრესად წარმატებული მცდელობების ხელმძღვანელობა, რომ ამერიკა უფრო უსაფრთხო და დაცული გახდეს, ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო.“
მედია წერს, რომ ბომდი ჯეფრი ეფშტეინტის საქმესთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.
"როიტერსის" წყაროების ინფორმაციით, ტრამპი ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბონდი საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.