დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორი პემ ბონდი.

ტრამპმა განაცხადა, რომ დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში რომელიც ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატია.

ასევე, ტრამპმა ბონდი შეაქო, როგორც „დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარი“, რომელმაც „დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია“ წარმართა. ტრამპის თქმით, ბონდი მალე კერძო სექტორში გადაინაცვლებს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

თავის მხრივ, ბონდიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

„პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული და უაღრესად წარმატებული მცდელობების ხელმძღვანელობა, რომ ამერიკა უფრო უსაფრთხო და დაცული გახდეს, ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო“.

მედია წერს, რომ ბომდი ჯეფრი ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.

"როიტერსის" წყაროების ინფორმაციით, ტრამპი ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბონდი საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს