მედია - ირანში ხიდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხიდზე აფეთქებები ჩანდა და განაცხადა, რომ „ამას კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვება“. ტრამპის თქმით, ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.

ხიდზე თავდასხმას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამოქალაქო ნაგებობების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.

„სამოქალაქო ნაგებობების, მათ შორის დაუმთავრებელი ხიდების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს. ეს მხოლოდ არეულობაში მყოფი მტრის დამარცხებასა და მორალურ კოლაფსს მოწმობს. ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება. რაც არასდროს აღდგება: ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია“, - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ირანულ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის მახლობლად მდებარე ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე