დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომზე - შემდეგი სამიზნე ხიდებია, შემდეგ - ელექტროსადგურები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში მნიშვნელოვანი ხიდის აფეთქების შემდეგ, აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება.

„ჩვენს არმიას - მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) - ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ -ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს - და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 95 - დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს