კიტ კელოგი - ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება გახდეს საჭირო.

კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ირანთან კონფლიქტის დროს სიმხდალე და არაეფექტურად გამოავლინა.

„ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება“, - აღნიშნა კელოგმა.

მან მიუთითა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნატო დატოვოს დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ.

ამასთან, კელოგმა ალიანსის ალტერნატიული სტრუქტურების შესახებ წინადადება გააჟღერა.

„არსებულ თავდაცვის სტრუქტურებში ცვლილელების შეტანა, შესაძლოა, მათი შექმნა იაპონიასთან და ავსტრალიასთან, ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან, რომლებიც მზად არიან ომში შესასვლელად, მაგალითად, ახლად ჩართულ გერმანიასთან ან პოლონეთთან. ან თუნდაც უკრაინასთან, რომელმაც ასევე კარგი მოკავშირეობა დაამტკიცა“, - აღნიშნა კელოგმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე