ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი „ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე“ იწყება

ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია.

ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" 2026 წელი ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა. სწორედ ზემოაღნიშნული თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის პლატფორმა “ფინედუ” აცხადებს კიბერუსაფრთხოების თემაზე კომიქსების ღია კონკურსს სახელწოდებით "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე", რომლის მხარდამჭერია ბაზისბანკი.

კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად შექმნიან კომიქსებს, რომლებიც შემოქმედებითად და ინფორმაციულად წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს.

კონკურსში ნამუშევრების მიღება 31 მარტს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. 15 მაისს გახდება ცნობილი გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კონკურსის შესახებ ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ