CNN - აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ირანის არსენალში ათასობით დრონი რჩება

აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებების თანახმად, ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ქვეყნის არსენალში ათასობით თავდასხმის დრონი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ისრაელი ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ყოველდღიურად ახორციელებენ, - ინფორმაციას CNN-ი დაზვერვის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისინი ჯერ კიდევ მზად არიან მთელ რეგიონში აბსოლუტური ქაოსი გამოიწვიონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ირანზე საუბრისას.

CNN-ი განმარტავს, რომ აშშ-ის დაზვერვის შეფასებებში შეიძლება შედიოდეს გამშვები დანადგარები, რომლებიც ამჟამად მიუწვდომელია, მაგალითად, ისინი, რომლებიც მიწისქვეშ არიან ჩამარხული და არ განადგურებულა.

ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, დაზვერვის მონაცემების თანახმად, ათასობით ირანული დრონი - ქვეყნის დრონების დაახლოებით 50% - კვლავ არსებობს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ აღნიშნული მონაცემები უარყო და განაცხადა, რომ „ანონიმური წყაროები ცდილობენ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმას და ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნების მისაღწევად“ შეერთებული შტატების სამხედროების წარმოუდგენელი მუშაობის დაკნინებას“.

„ფაქტები ასეთია: ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმები 90 პროცენტით შემცირდა, მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი საწარმოო ობიექტების ორი მესამედი დაზიანებული ან განადგურებულია. ტერორისტული რეჟიმი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია და მათი სავალალო მდგომარეობა დღითიდღე უფრო და უფრო არასახარბიელო ხდება - მათი ერთადერთი იმედი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან გარიგების დადება და ბირთვულ ამბიციებზე სამუდამოდ უარის თქმაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ისეთ მძიმე დარტყმას მიიღებენ, როგორიც არასდროს მიუღიათ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს