შალვა პაპუაშვილი - მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - მათ საპნის ბუშტი ხელში გაუსკდათ, პოლიტიკურად ვერაფერს ვუშველით, ცოტა სხვა სახის დახმარება სჭირდებათ

მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - მათ საპნის ბუშტი ხელში გაუსკდათ, მაგრამ ჩვენ ხელში შეგვრჩა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელსაც პოლიტიკურად ვერაფერს ვეღარ ვუშველით, მათ ცოტა სხვა სახის დახმარება სჭირდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრომ და სააგენტომ მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.

„რაც ჩვენ ვიხილე ამ დღეებში არის ის, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერიაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს. მე მგონი, ეს პრობლემა უფრო დიდად დაგვანახა - ჩვენ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდებათ. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად დავეხმარებით, ვერც ვერანაირად. მათ სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. ის კადრები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - ქცევა, შეჭრა, თავდასხმა არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და თან ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ჩვენ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ვნახეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება, შემდეგ დაბრუნება. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს