„პე ეს პე ჯგუფის“ წარმომადგენელი - სიტყვა „ხელოვნური დეფიციტი“ არის ძალიან მტკივნეული მოსასმენად - ასეთი რაღაც არ ხდება

სიტყვა „ხელოვნური დეფიციტი“ არის ძალიან მტკივნეული მოსასმენად - არ ხდება ასეთი რაღაც - ასე უპასუხა „პე ეს პე ჯგუფის“ წარმომადგენელმა, გუგა რამიშვილმა ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ ზაზა ლომინაძის შეკითხვას, რომელიც ბაზარზე გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტის ხელოვნურად შექმნას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია ორგანიზაციას საწყობში ჰქონდეს მედიკამენტი და ის არ გაყიდოს.

„სიტყვა „ხელოვნური დეფიციტი“ არის ძალიან მტკივნეული მოსასმენად. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება, რომელიმე აქ მყოფ ორგანიზაციას ჰქონდეს ნაშთი საწყობში და არ გაყიდოს?! ეს წარმოუდგენელია. არ ხდება ასეთი რაღაც. არავის თავში აზრად არ მოუვა მსგავსი რამ. სხვა ემოციით ვერ გიპასუხებთ“,-განაცხადა გუგა რამიშვილმა.

ზაზა ლომინაძემ კი აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის ონკო პრეპარატებზე იყო გამოვლენილი არაერთი შემთხვევა, როცა იქმნებოდა ხელოვნური დეფიციტი.

„დღეს როგორია სიტუაციაა, გაქვთ თუ არა ონკო პრეპარატების სრული ჩამონათვალი? ხომ არ იქმნება ხელოვნური დეფიციტი ხოლმე, ამ მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, ამ ონკოლოგიურ პრეპარატებზე იყო გამოვლენილი არაერთი შემთხვევა, როცა მოსახლეობა და კლინიცისტები ვერ პოულობდნენ ამა თუ იმ საჭირო მედიკამენტს. ამ დროს ბაზაში ვხედავდით, რომ ის შემოტანილი იყო საქართველოში“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე