ეკა სეფაშვილი - როგორც ჩანს, ირანის ელჩი დამშვიდდა და გადაწყვიტა, ინფორმაცია პირველი პირებისგან მიეღო - რადგან ამ ინციდენტით ამოიწურა მისი „მუქარები", როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია მიიღო

როგორც ჩანს, ირანის ელჩი დამშვიდდა და გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია პირველი პირებისგან მიეღო და გაეგო, რეალურად, რა ხდებოდა - რადგან ამ ინციდენტით ამოიწურა მისი "მუქარები", როგორც ჩანს, მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია მიიღო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ელჩის მიერ „რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული მუქარა“ უადგილოდ ჟღერს, თუმცა „მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი ქვეყანა საშინელ ომშია ჩართული და შეიძლება, ნერვებმა უმტყუნა და საკუთარი ქვეყნის დაცვას თავისი მხრიდან შეეცადა".

„მე ვერ ვხვდები, რისი მოსმენა გსურთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ირანის ელჩის განცხადება, რა თქმა უნდა, არ არის იმ ფარგლებში, რაც უნდა იყოს ჩვეულებრივი დიპლომატის უფლება-მოვალეობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სცდება. მისი მუქარა, ცოტა არ იყოს, უადგილოდ ჟღერს, თუმცა მეორე მხრივ, გავითვალისწინოთ, რომ მისი ქვეყანა საშინელ ომშია ჩართული და შეიძლება, ნერვებმა უმტყუნა და თავისი მხრიდან შეეცადა საკუთარი ქვეყნის დაცვას, თავისი გადმოსახედიდან. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ასევე, ხშირად, ყოველდღიური რეაგირება არ გვაქვს ხოლმე უკრაინის მხრიდან სხვადასხვა არამეგობრულ გამოხტომებზე, სწორედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანაც ომშია ჩართული. რაც შეეხება იმას, რომ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და შეეცადა ვითარებაში გარკვევას, მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ დადებითი მოვლენა. როგორც ჩანს, იგი დამშვიდდა და გადაწყვიტა, რომ მიეღო ინფორმაცია პირველი პირებისგან და გაეგო რეალურად, რა ხდებოდა. რადგან ამ ინციდენტით ამოიწურა მისი „მუქარები", როგორც ჩანს, მან მიიღო დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგა.

მანამდე, ელჩმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაწერა, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა