სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდების შესახებ ნიკა მელიას საქმეზე, დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდაო გახადა და საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემლობას ეხება, დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდაო გახადა და საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

დღევანდელ პროცესზე კი ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებიდან გამომდინარე, ბრალდებულთან შეთანხმებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაო გახადეს.

სხდომას არ ესწრებოდა ნიკა მელია.

შემდეგი სასამართლო პროცესი 18 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე