შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობა იყო, დაეინტერესებინათ არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები, არამედ აშშ-ს ხელისუფლება, რათა მათ საკუთარი ბიზნესსექტორი წაეხალისებინათ, რომ ანაკლიის პორტში ინვესტიცია ჩაედოთ, სამწუხაროდ, ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ - სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეიძლება ჰქონოდა აშშ-ს შავ ზღვაში ინტერესი ეკონომიკურად, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ აშშ-ს ინტერესზე დასვა და ამავე კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გამოყენებული ფრაზა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეს გამონათქვამი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ექნებოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ინტერესი, “რაც გამოჩნდა კიდეც, რომ ინტერესი ვერანაირად ვერ გავუღვივეთ“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას მიესალმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. მისივე განცხადებით, ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ პირობების წამოყენებაზე არც ჩვენი და არც აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან. ამ მხრივ არანაირი პირობა წამოყენებული არ არის - ეს არ შეესაბამება და არც შეეფერება იმ სულისკვეთებას, რაც დღეს ჩვენი მხრიდან არის და რაც აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდანაც გამოჩნდა. საუბარი, დიალოგი არის ორივე ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებით და არა პირობების წამოყენებით.

ანაკლიის პორტის აშენება და ფუნქციონირება, რაც არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არამედ რეგიონულ ინტერესებში, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ.

მოქმედი შეთანხმებები რაც არის, არის ის, რომ ყველა ამ შეთანხმებაში საქართველოს სახელმწიფო არის უმრავლესობაში. ჩვენ ნებისმიერ ასეთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს ეხება, სწორედ ასე ვხედავთ, რომ საქართველოს უპირატესი უფლებები ჰქონდეს და აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჩვენი ეროვნული ინტერესების მიხედვით მიდიოდეს. რა შეეხება ეკონომიკურ ინტერესებს, ამაში ნებისმიერი ინვესტორის ეკონომიკური ინტერესი იგულისხმება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ.

სტრატეგიული ინტერესი იმაში გამოიხატება, რომ ყველა შეთანხმება სტრატეგიულ ობიექტებზე ფორმდება ისე, რომ საქართველოს გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდეს.

აშშ-ს მხრიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, აქამდე საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა, როცა მათ შორის ანაკლიის პორტთან თუ სხვა პროექტებთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და სადაც საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ ინვესტორებს პროაქტიულად სთავაზობდა, რომ ინვესტიცია ჩაედოთ, სამწუხაროდ, დაინტერესება მაღალი არ იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია