კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე - საქართველოს ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ - ისინი ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან

არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, როდესაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა.

კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, საქართველოს ინტერესებთან საერთო არ გააჩნიათ.

„ეს ადამიანები ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან. ყველამ ვიცით ეს სისტემა როგორ მუშაობს - ისინი ქვეყნის გარედან ფინანასდებიან იმისთვის, რომ თავიანთ პატრონებს ემსახურონ და იყვნენ მოღალატეები. არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ხან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას და ა.შ. მათ ქართველებსაც ვერ ვუწოდებ. სწორედ ეს მოღალატეები ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ, რომ ამით იყვნენ დაკავებული.

შესაბამისად, ის, რომ მათ დღეს ქართულ საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებული და გაფარჩაკებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, ვინ ვის ემსახურება. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთან და ქართველების ინტერესებთან ამ ადამიანებს არანაირი საერთო არ აქვთ”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს